Digest Logo

აშშ-ში აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლი ჯესი ჯექსონი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

1771334066
ჯესი ჯექსონი

აშშ-ში აფროამერიკელების სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი, ჯესი ჯექსონი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ nbcnews იუწყება.

ჯექსონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

„მამაჩვენი იყო ლიდერი, რომელიც ემსახურებოდა არა მარტო ოჯახს, არამედ დაჩაგრულ, უუფლებო და დავიწყებულ ადამიანებს მთელ მსოფლიოში“, - წერია ჯექსონის ოჯახის განცხადებაში.

1960-იან წლებში ჯესი ჯექსონი აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის უფლებებისთვის აქტიური მებრძოლი იყო. ის მარტინ ლუთერ კინგის უახლესი თანამებრძოლი იყო.

1984 და 1988 წლებში ჯესი ჯექსონმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიიდან“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სცადა, მაგრამ პარტიულ არჩევნებში ორივეჯერ დამარცხდა.

ჯესი ჯექსონი XX და XXI-ე საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აფროამერიკელ აქტივისტად ითვლება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველი მისალმება — ეს პატარა ლოცვაა სხვისთვის“ - რას წერს ასტროლოგი

⭕ვეტერანი კალათბურთელი ზურაბ ქარაბაკი გარდაიცვალა

⭕ „ყველას მეგობარი, საბოლოოდ არავის მეგობარი არ არის...“ - ლევან შელეგია

წყარო: newshub.ge