აშშ-ში, ჩიკაგოს გარეუბანში, სკოლის ავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანი, მათ შორის, სკოლის რამდენიმე მოსწავლე, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
nbcnews-ის ინფორმაციით, ილინოისის შტატის პოლიციამ, ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილად გამოაცხადა.
მათივე ცნობით, ავტობუსში მყოფ ბავშვებს შორის სერიოზული დაზიანებები არ დაფიქსირებულა. ავტობუსში მანჰეტენის 114-ე სასკოლო ოლქის 10 მოსწავლე იმყოფებოდა.
მანჰეტენის სახანძრო სამსახურის ცნობით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 8:17 საათზე მოხდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს იდეალური დღეა მსუბუქი რიტუალისთვის“ - თაკო მელიქიშვილი 16 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე