
საბერძნეთში ჰაერის ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს. მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანამ დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღო.
მედიის ცნობით, ცხელი ამინდის გამო, საბერძნეთში შუადღის 2 საათამდე მშენებლებს და კურიერებს ღია ცის ქვეშ მუშაობა აუკრძალეს. დამსაქმებლებს მოუწოდეს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცენ, ხოლო საზოგადოებას ურჩიეს, თავი აარიდონ მოგზაურობას და გარეთ ყოფნას ყველაზე ცხელ საათებში.
ათენში ჰაერის ტემპერატურამ დღის განმავლობაში 40°C-ს გადააჭარბა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 არის თუ არა სწრაფი დიეტა სახიფათო ორგანიზმისთვის - სპეციალისტის რჩევები
⭕ილია თოფურია: დღეს ის გავაკეთე, რაც დაგეგმილი მქონდა - ყველაფერი რაც მაქვს, ღმერთის დამსახურებაა
⭕„ვინ ჯანდაბამ უთხრა პიმბლეტს, რომ ოქტაგონზე ასულიყო...ეს არ უნდა მომხდარიყო...“ - დანა უაითი