Digest Logo

ბელგიელმა მოზარდმა კვანტურ ფიზიკაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა

1765183003
ბელგიელმა მოზარდმა

15 წლის ბელგიელმა, ლორან სიმონსმა კვანტურ ფიზიკაში მეორე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

სიმონსი უნიკალური მოზარდია. მან სკოლა 8 წლის ასაკში დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. საუნივერსიტეტო პროგრამა სიმონსმა სხვებზე სწრაფად გაიარა და ახლა მიუნხენში სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული.

მოზარდი სტაჟირებებს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში გადის და ნობელის პრემიის ლაურეატებს შეხვდა.

ის ამბობს, რომ სურს „სუპერადამიანების“ შექმნა, რომლებსაც მაიკლ ჯორდანივით ახტომა და ოლიმპიური ჩემპიონებივით სწრაფად სირბილი შეუძლიათ.

ამასთანავე, მშობლები ცდილობენ, რომ შვილს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეს. ლორან სიმონსს უყვარს კარტინგი, კინო და მუსიკა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გონება მძიმე ემოციებით არის სავსე...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

🎥 რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი? - ქეთი ოდიშელის განმარტება

⭕„ორიენტირი გვყავს — ქრისტე და ვინც ეძებს — ის პოულობს“ - თეოდორე გიგნაძე

წყარო: newshub.ge