ბრედ პიტი, რომელსაც გასულ დეკემბერში 60 წელი შეუსრულდა, ოფიციალურად პირველად გამოჩნდა ახალ პარტნიორთან, 34 წლის ინეს დე რამონთან ერთად. წყვილი დაესწრო ბრიტანეთის გრანპრის ფინალს, რომელიც ტარდება სილვერსტოუნის ტრასაზე, ნორთჰემპტონშირში. წყვილი ფოტოგრაფების წინ, ხელჩაკიდებული გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტმა და სამკაულების დიზაინერმა, ინეს დე რამონმა ურთიერთობა 2022 წლის ბოლოს დაიწყეს. წყვილი ახლახან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და შიდა წყაროები ამბობენ, რომ ურთიერთობამ სერიოზულ ეტაპს მიაღწია.
სხვა საკითხებთან ერთად, Daily Mail-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ პიტი მზადაა, ინესთან შვილები გააჩინოს და თვლის, რომ ის მშვენიერი დედა გახდება. დიზაინერი იქამდე The Vampire Diaries-ის ვარსკვლავ პოლ უესლისზე იყო დაქორწინებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი
წყარო: imedinews.ge