Digest Logo

ბრიტანეთში ბავშვების დაცვის მიზნით სოცქსელებზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

1771243958
 სოცქსელები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი სოციალური მედიაპლატფორმებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების მიზნით პარლამენტს მიმართავს.

კირ სტარმერის განცხადებით, ონლაინ-სივრცეში ბავშვთა დაცვის მიზნით უნდა გაკონტროლდეს არალეგალური კონტენტი და ისეთი ელემენტები, რომლებიც არასრულწლოვანთა დამოკიდებულებას გამოიწვევს. ბრიტანეთის პრემიერის მიერ ინიციირებულ შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს ყველა ტექნოლოგიური ფირმა, გამონაკლისების გარეშე.

გაერთიანებული სამეფო ასევე იწყებს კონსულტაციებს, რომ ბავშვებს შეუზღუდონ წვდომა ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტებზე და სოციალური მედიის მოხმარება აუკრძალონ 16 წლამდე ასაკის მოზარდებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი 18 წლიანი ციკლის დასაწყისია... იწვევს ძლიერ შინაგან გარდაქმნას! “ - რა ხდება მომდევნო დღეებში ცის კაბადონზე?

🎥 „სანთელი უნდა იყოს წითელი ან ყვითელი ფერის...“ - რიტუალი და რეკომენდაციები 17 თებერვლისთვის, როგორ დავხვდეთ „ცეცხლოვან ცხენის“ წელს

🎥 „როგორც გაივლით ამ ორ კვირას, ისე გაგრძელდება შემდეგი ექვსი თვე“: მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი 16 თებერვალი – 3 მარტისთვის

წყარო: imedinews.ge