Digest Logo

„დღესვე მოუგებდა გეიჯის და თოფურიასაც“ - ფირას ზაჰაბი ხაბიბ ნურმაგომედოვზე

1784307193
 ზაჰაბიმ ხაბიბზე

MMA-ს ცნობილმა მწვრთნელმა, ფირას ზაჰაბიმ ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, მსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ახლაც მწყობრშია და დაღესტნელი ვეტერანი ერთ საღამოს მოუგებდა როგორც ჯასტინ გეიჯის, ისე ილია თოფურიასაც.

„ვფიქრობ, MMA-ში ყველაზე წინ ხაბიბი არის. იმიტომ არა, რომ ის თავის დროზე იყო დიდებული, ვფიქრობ, ახლაც ყველას დაამარცხებდა. დღესვე მოუგებდა როგორც გეიჯის, ისე თოფურიასაც. მეტსაც გეტყვით, ორივეს დაამარცხებდა იგივე დღეს, ჯერ ერთ-ერთ მათგანს 5 - რაუნდიან ჩხუბში, შემდეგ კი მეორესაც“, - განაცხადა კანადელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ყოფილი ჩემპიონი MMA-ში 17 ბრძოლის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი, თუმცა შემდეგ მან თეთრ სახლში ამერიკელ ოპონენტთან წააგო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ილია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ეს ფაქტი ბავშვის დაბადების პირველ დღეებში არ უნდა გამოგრჩეთ - მეცნიერების გაფრთხილება

🎥 „იქ ვინც შევა, ალბათ თავი არ უყვარს... ცხრაჯერ აღემატება მზის პიკურ ულტრაიისფერ სხივებს“ - ზაზა თელია სოლარიუმზე

⭕ „ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი სახე და სიმბოლოა“ - ფერნანდო მორიენტესი

წყარო: lagazzetta.ge