დევიდ ბეკჰემის ქალიშვილი, ჰარპერ ბეკჰემი, დღეს, 10 ივლისს იუბილეს აღნიშნავს. ამ განსაკუთრებულ დღეს ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და შვილს 15 წლის იუბილე მიულოცა:
პოსტში ის აღნიშნავს, რომ ჰარპერი ოჯახის უდიდესი ბედნიერებაა და უსურვებს, ცხოვრების ეს ახალი წელი სიყვარულით, სიხარულითა და დაუვიწყარი მომენტებით იყოს სავსე.
„ჩემი მშვენიერი გოგონა დღეს 15 წლის გახდა. შენ ხარ იდეალური შვილი — ტკბილი, კეთილი და საოცრად ლამაზი ადამიანი, საუკეთესო ხასიათით, მამას მსგავსი.
ძალიან გვიყვარხარ და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხარ. გისურვებ ყველაზე ბედნიერ დაბადების დღეს!“, - წერს დევიდ ბეკჰემი „ინსტაგრამზე“.
დევიდისა და ვიქტორია ბეკჰემების ერთადერთი ქალიშვილი ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში, ხოლო მშობლები არაერთხელ გამოხატავენ მის მიმართ სიყვარულსა და სიამაყეს სოციალურ ქსელებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: