Digest Logo

🎥 „ექიმის ან კონკრეტული ადამიანის გამოცდილება არის ნულის ტოლფასი“ - რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში: ზაზა თელიას რჩევები

1783678451
ზაზა თელია

რა დანამატები და ვიტამინები უნდა მივიღოთ ზაფხულში - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-კოსმეტოლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა:

„მედიცინა არის დარგი, სადაც ექიმის ან კონკრეტული ადამიანის გამოცდილება არის ნულის ტოლფასი. ამიტომ ყოველთვის უნდა ისაუბროთ სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე. საკვები დანამატები, ურეცეპტოდ გაცემული ვიტამინები, არის არაკონტროლირებადი ყველა ქვეყანაში. Fda - ამ ყველაფერს არ ამოწმებს, უბრალოდ გამოსცემს ხოლმე გაფრთხილებებს. არასწორი ეტიკეტირებისაა ძალიან დიდი პროცენტულობა, ასეთი დანამატებისა და მედიკამენტების.

თერმული ეფექტი საკვების გადამუშავებისა, არის საჭირო იმისათვის რომ წონაში დავიკლოთ. ანუ ჩვენი ორგანიზმი ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ საკვები დაშალოს. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ საკვების არ მიღებით და ვიტამინების სმით ხარჯავს ენერგიას. ასეთი სახით მკურნალობისას, ხდება ინსულინის გამოტყორცნა პანკრეასის მიერ. როდესაც ასეთ დანამატს ვიღებთ, სწრაფად გამოიმუშავება ინსულინი, მივდივართ შიმშილის შეგრძნებამდე და რეზისტენტობამდე“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს“ - გაიცანით ზესტაფონში პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი

⭕ ტაქტის „ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი

⭕ „საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა მაღალმთიანი აჭარიდან