შაკირასა და მსოფლიო ჩემპიონატს დიდი ხნის ისტორია აკავშირებთ. წლების განმავლობაში შაკირას მუსიკა FIFA-ს მრავალი ტურნირის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი კავშირი ამ ჩემპიონატთან მუსიკას სცილდება. სწორედ ამ კავშირმა მიიყვანა იგი ჟერარდ პიკესთან ურთიერთობამდე და ორ შვილამდე.
Noticias Caracol-თან ინტერვიუში შაკირამ ისაუბრა იმ კავშირზე, რომელსაც ტურნირთან გრძნობს და რომელიც მუსიკაზე ბევრად მეტია.
„ჩემთვის, როგორც არტისტისთვის და როგორც ადამიანისთვის, ეს ბედისწერა იყო. წარმოიდგინეთ, რომ Waka Waka-ს გარეშე ჩემი შვილების მამას ვერ შევხვდებოდი. შესაძლოა, ეს ორი შვილიც არ მყოლოდა, რომლებიც ცხოვრებამ მაჩუქა და რომლებიც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მოვლენაა. ისინი ჩემი „Waka-ბავშვები“ არიან.
ისინი ამ სიმღერის წყალობით მოევლინნენ სამყაროს. ეს სიმღერა ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერასა და მუსიკალურ ისტორიაში ნამდვილად ჯადოსნური იყო“, - გაიხსენა შაკირამ.
შაკირა და პიკე ერთმანეთს სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Waka Waka-ს კლიპის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ.
„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ერთად ვიყავით და მას მივწერე. ის უკვე იქ იყო, რადგან გახსნის ცერემონიაზე მღეროდა. მე მას ამინდის შესახებ ვკითხე. მან ამინდის წუთობრივი პროგნოზის გამოგზავნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვუთხარი: მის კვლავ სანახავად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უნდა გავსულიყავით (ესპანეთის ნაკრები), რადგან ის ფინალზეც მღეროდა“, - აღნიშნა ჟერარდ პიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, შაკირამ და პიკემ კი ურთიერთობა საზეიმო განწყობის ფონზე დაიწყეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვერ ვღალატობ იმერლებს და ჩემ ბებიებს“ - გაიცანით ზესტაფონში პირველი ქალი ავტობუსის მძღოლი
⭕ ტაქტის „ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
წყარო: www.beaumonde.ge