
ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების 77-ე ცერემონია გაიმართა.
საღამოს ტრიუმფატორი სერიალი „სტუდია“ გახდა, რომელმაც პირველი სეზონისთვის 13 ჯილდო მიიღო, მათ შორის კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური სერიალი“.
საუკეთესო დრამატულ სერიალად „საავადმყოფო პიტი“ დასახელდა. „მოზარდობა“ კი საუკეთესო მინი-სერიალად აღიარეს.
15 წლის ოუენ კუპერი დააჯილდოვეს, როგორც მეორე ხარისხოვანი საუკეთესო მსახიობი მინი-სერიალში. იგი პრემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
საუკეთესო ანიმაციური სერიალის ტიტულს „არკეინი“ დაეუფლა.
გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს...“ - თეოდორე გიგნაძე
🎥 ბერდებიან თუ არა ქალები და კაცები განსხვავებულად? - სპეციალისტის განმარტება