Digest Logo

ექიმების განცხადებით, რობერტ ფიცო კონტაქტურია

1716288168
რობერტ ფიცო

ექიმები აცხადებენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კონტაქტურია და გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდება.

„პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. პაციენტი გონზეა და კონტაქტურია, მას გამაჯანსაღებელი პროცედურები უტარდება“, - ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 15 მაისს 59 წლის პოლიტიკოსს მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. თავდასხმაში ბრალდებული 71 წლის კაცი დაკავებულია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ ემშვიდობებიან ირანში პრეზიდენტს და საგარეო მინისტრს - ფოტოები

ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში გაემგზავრნენ - გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები დავით კეზერაშვილს ხვდებიან

„ჩემს საყვარელ ბიძას ვუყურებდი ახლა ერთი საათი გახელილ თვალებში...“ - ზურა ბერიკაშვილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა