სტუდიამ 20th Century Studios საკულტო ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას“ გაგრძელების ფინალური თრილერი გამოუშვა.
სიუჟეტი ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. ენდი საქსი ბრუნდება ჟურნალ Runway-ში, თუმცა ამჯერად სტატიების განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.
თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი). ფილმის საერთაშორისო გაქირავებაში გამოსვლა 1-ელ მაისს არის დაგეგმილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: imedinews.ge