
ესპანეთში, კუნძულ ლანსაროტეზე სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, კანარის კუნძულების ხელისუფლებამ ლანსაროტეზე საგანგებო რეჟიმი გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის გამო გამოაცხადა.
დატბორილია სახლები და ავტოფარეხები. კუნძულზე შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობა.
ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, მანქანით გადაადგილებას მოერიდონ.
მეტეოროლოგების ცნობით, კანარის კუნძულებზე ნალექი მომდევნო დღეებშიც მოსალოდნელია. განსაკუთრებით ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ კუნძულ ტენერიფეზე, ასევე ფუერტევენტურაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: