Digest Logo

ესპანეთში ქალი სამსახურში ადრე მისვლის გამო გაათავისუფლეს

1765293473
ქალი მუშაოა

ესპანეთში ქალი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამუშაო ადგილზე ცვლის დაწყებამდე 30-40 წუთით ადრე მიდიოდა.

გამოცემა Oddity Central-ის ცნობით, ქალი ალიკანტეში მუშაობდა. ხელშეკრულების თანახმად, მისი ცვლა 07:30 საათზე იწყებოდა, თუმცა თანამშრომელი სამსახურში ხშირად 6:45-7:00 საათზე მიდიოდა. უცნობია, ზუსტად რას აკეთებდა ის ამ დროს.

ქალის ეს ჩვევა ხელმძღვანელობას არ მოსწონდა. 2023 წელს მას პირველად უსაყვედურეს და გრაფიკის დაცვა სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ხელმძღვანელობამ თანამშრომელს მიანიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდნენ, მაგრამ ვერც ამ მუქარამ იმოქმედა სიტუაციაზე.

2025 წლის დასაწყისში ქალი სამსახურიდან შრომის რეჟიმის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. დამსაქმებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახურში ადრე მისვლა არ მოქმედებს სამუშაოს ხარისხსა და მოცულობაზე, რადგან ამ დროს თანამშრომელი არ ასრულებდა არანაირ დავალებას და არ მოჰქონდა სარგებელი კომპანიისთვის. ქალმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, მაგრამ დავა წააგო. სასამართლომ დაადგინა, რომ თანამშრომელმა „კომპანიის ნდობა და ლოიალობა შეარყია“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მერკურის დაბრუნება მშვილდოსანში, სამყარო გაძლევთ მეორე შანსს“ - რა უნდა გააკეთოთ და ვისთვის იქნება 2 იანვრამდე პერიოდი რთული? რამაზ გიგაურის რჩევები

⭕„თუ არ დაეხმარები ადამიანს, რა აზრი აქვს მის ზეპირ შეცოდებას...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„ბიჭი გეყოლებათო რომ მითხრეს, ვერ მივხვდი, როგორ უნდა გამეზარდა ისეთი კაცი, ქალები რომ ვოცნებობთ…“ - ნანუკა გულუამ შვილს 2 წლის იუბილე ემოციური ტექსტით მიულოცა