Digest Logo

გერმანიის 13 აეროპორტში გაფიცვა დაიწყო

1741590100
გერმანიის 11 აეროპორტი

გერმანიის 13 უმსხვილეს აეროპორტში 24-საათიანი გაფიცვა დაიწყო. მასში აეროპორტის სხვადასხვა სამსახურების და უსაფრთხოების თანამშრომლები მონაწილეობენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

გაფიცვა დაიწყო ბერლინის, შტუტგარტის, კიოლნის, დიუსელდორფის, დორტმუნდის, მიუნხენის, ჰამბურგის, მაინის ფრანკფურტის, ჰანოვერის, ბრემენის და ლაიფციგის აეროპორტებში. ვეცეს და კარლსრუეს აეროპორტებში გაფიცვაში მხოლოდ უსაფრთხოების მუშაკები მონაწილეობენ, რომლებიც კონტროლის ზონაში მგზავრებს და ბარგს ამოწმებენ.

გერმანიის აეროპორტების გაერთიანების ცნობით, გაფიცვის გამო 3 400 რეისი გაუქმდება და პრობლემები 510 000 მგზავრს შეექმნება. აეროპორტების პროფკავშირი ანაზღაურების 8%-ით გაზრდას მოითხოვს, ასევე ითხოვს მძიმე შრომისთვის ბონუსების გაზრდას და თანამშრომლებისთვის მეტი დასვენების დღეების უზრუნველყოფას. პროფკავშირის, Ver.di-ს ცნობით, გაფიცვა ტარდება, რათა 25 000 თანამშრომლის სამუშაო პირობები გააუმჯობესონ.

9 მარტს ჰამბურგის აეროპორტში გაფიცვა ჩატარდა, რომელიც წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. ამის შედეგად 144 მოფრენის და 139 გაფრენის რეისიდან მხოლოდ 10 შესრულდა. გაფიცვა 40 000 მგზავრს შეეხო. ზოგიერთმა მგზავრმა ბარგი ჩააბარა და შემდეგ მის უკან გამოტანას ვეღარ ახერხებდა.

გერმანიის საჰაერო მართვის სამსახურის ცნობით, ქვეყნის აეროპორტებში დღეში დაახლოებით 6 000 გაფრენა და მოფრენა ხდება. ასევე 3000 ტრანზიტული რეისი გერმანიის საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 როგორ გადავლახოთ კრიტიკული ეტაპები ქორწინებაში? და რა როლი აქვთ ბავშვებს წყვილის ურთიერთობაში? - ფსიქოლოგის რჩევები

⭕საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

🎥 მერაბ დვალიშვილის და მარკ ცუკერბერგის შეხვედრა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი ჩემპიონი?