Digest Logo

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 62 ადამიანი ემსხვერპლა

1757838569
ღაზას სექტორი

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, მათგან 49 პირი - ღაზას ქალაქში. 

დაშავებულია 205 ადამიანი. ღაზას სექტორის კლინიკებში შიმშილობით გამოწვეული სიკვდილის 73 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. მათ შორის, 145 ბავშვია.

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 6 000-ზე მეტი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სამი ნიშანი იმისა, რომ ორგანიზმში პარაზიტი გყავს! - სანდრო ჯიბლაძის რეკომენდაციები

🎥 „ისე ვაკეთებ რაღაცებს, როგორც დედა აკეთებდა...“ - როგორია ნანუკა გულუას ოჯახური იდილია?

⭕ „სახლში მძიმე ენერგიის მატარებელი ადამიანებისა და ნივთების შემოყვანა არ შეიძლება!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე