
რამდენიმე კვირის წინ მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა. წყვილმა მესამე შვილს კირა დაარქვა.
ამჯერად ნანუკა გადაცემაში „იმედის დილა“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე ისაუბრა:
„ვეცადე ძალიან გავპრანჭულიყავი. ძირითადად დიზაინერი მე ვარ და მე ვაკერინებ ჩემ ატელიეში. 7 საათის შემდეგ ფაქტობრივად ყოველდღე ვსეირნობთ ჩვენ მეგობრებთან ერთად. მუდმივად მქონდა შეგრძნება იმისა რომ თუ ბავშვები სახლში არიან და მე მათთან არ ვარ, რაღაცას ვაშავებ. მთავარია რომ თქვენთან და იმ სივრცეში იყვნენ სადაც თქვენ ხართ.
ბევრჯერ მქონია განცდა, იმის რომ ისე ვაკეთებ რაღაცებს, როგორც დედა აკეთებდა როცა პატარები ვიყავით. სამი დები ვართ და ყველაფერს ისე ვაკეთებთ როგორც ჩემი ოჯახი აკეთებდა. კახაც რა თქმა უნდა ამაში ჩართულია. მნიშვნელოვანია მეუღლეები ერთმანეთს ემთხვეოდეთ და შორს არ იყოთ ბავშვებისგან ა ოჯახისგან.
რომ მოვდივარ ბაღიდან იკამ უნდა ისადილოს და დაიძინოს, შემდეგ კირამ. როდესაც საჭესთან ვჯდები, ვრთავ მუსიკას და იქ ვისვენებ ხოლმე. ჩვენ ოჯახში ყოველთვის არის ხილი და ბავშვებსაც ძალიან უყვართ“, - ამბობს ნანუკა გულუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია... ამიტომ ტყუილად ეტოლებიან ერთმანეთს...“ - გია ჯაჯანიძე
⭕გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - „ვილიარეალი“ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა