Digest Logo

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური სუნთქვით სიკვდილს გადაარჩინა

1768897141
ინდოელმა მაშველმა

ინდოეთის შტატ გუჯარათში მცხოვრებმა კაცმა გველი, რომელსაც დენმა დაარტყა სიკვდილს გადაარჩინა. სავარაუდოდ, ქვეწარმავალი ელექტრობოძზე ასვლის დროს ელექტროგადამცემ ხაზს შეეხო და დენის დარტყმის შედეგად, დაახლოებით 4,5 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. 

ახლომახლო მომუშავე ადამიანებს დაშავებული ქვეწარმავალი შეეცოდათ და ადგილობრივ მაშველს, მუკეშ ვაიადს დაურეკეს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობდა.

როდესაც ვაიადი მიხვდა, რომ მის წინაშე უწყინარი, უშხამო სახეობის გველია, გულის არეში მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ნახევარსაათიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, გველი გონს მოეგო და ბუჩქებში შეძვრა - იუწყება The Indian Express.

მუკეშ ვაიადის თქმით, სამაშველო სამუშაოებს დაახლოებით 10 წელია ასრულებს და სპეციალიზებული ტრენინგიც გავლილი აქვს. მან აღნიშნა, რომ პროფესიონალები ქვეწარმავლებთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან ასაცილებლად სპეციალურ მილებს იყენებენ, ამიტომ არაპროფესიონალების მიერ მსგავსი პროცედურის ჩატარება საფრთხის შემცველია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაზე საშინელი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მგზავრობისგან მიმიღია...“ - სოსო ნებიერიძის თავბრუდამხვევი მოგზაურობა ანტარქტიდაზე

⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის თებერვალში განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი და მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი...“ - ქეთი ოდიშელი მზის მერწყულში გადასვლაზე

წყარო: funtime.ge