Digest Logo

🎥 „ყველაზე საშინელი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მგზავრობისგან მიმიღია...“ - სოსო ნებიერიძის თავბრუდამხვევი მოგზაურობა ანტარქტიდაზე

1768894314
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 75 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 511K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.

სოსომ ამჯერად გამომწერებს ანტარქტიდაზე მოგზაურობის ვიდეო გაუზიარა, სადაც ასევე ქართველ იუთუბერთან kako-სთან ერთად იმყოფებოდა.

ქართველი იუთუბერები ვიდეოში ანტარქტიდაზე მოხვედრის გზებსა და სირთულეებზე საუბრობენ.

როგორც თავად მოგზაური აღნიშნავს, გემზე ბილეთს ფასი 15 000 დოლარი გადაიხადეს თითო კაცზე:

„ანტარქტიდა, ერთადერთი კონტინენტია დედამიწაზე, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ და სადაც ჩემ ნახევარ მილიონ გამომწერთან ერთად ვიმოგზაურებ.

ანტარქტიდაზე მოგზაურობა მარტივი არ არის. გარდა იმისა, რომ ეს მოგზაურობა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამ კონტინენტზე მოსახვედრად „დრეიკის სრუტის“ გადაცურვაა აუცილებელი.

„დრეიკის სრუტე“ გემებისთვის ერთ-ერთ რთულ და საშიშ ადგილად ითვლება.

ყველაზე არასასიამოვნოა გემზე მყოფი მგზავრებისთვის. ამ სრუტის გადაცურვას ორი დღე ღამე სჭირდება და ის ყველაზე საშინელი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, რაც კი ოდესმე მგზავრობისგან მიმიღია.

თავბრუსხვევა გულისრევა, იმედია გავუძლებთ ეს არის ფასი, რასაც იხდი ანტარქტიდაზე მოგზაურობისთვის.

კაკოს წყალობით ჯერ გაყინულ წყალში ჩავხტი.

შემდეგ წესების დარღვევის გამო გემის ადმინისტრაციაში დაგვიბარეს. ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. რაც ამ მოგზაურობას უფრო საინტერესოს ხდის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწის ყველაზე ხელშეუხებელ და ჯადოსნურ კონტინენტზე ანტარქტიდაზე“, - ამბობს სოსო ნებიერიძე ვიდეოში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის თებერვალში განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი და მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი...“ - ქეთი ოდიშელი მზის მერწყულში გადასვლაზე

⭕ „ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტარტისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი