Digest Logo

ინდოეთში ბავშვმა კობრას უკბინა და მოკლა

1753858968
ინდოეთში ბავშვმა კობრას უკბინა და მოკლა

ინდოეთში 8 წლის ბიჭმა თავდამსხმელ გველს უკბინა და მოკლა. ბავშვი საკუთარ ეზოში თამაშობდა, როდესაც მისკენ კობრა მიიწია. თავდასხმის თავიდან ასაცილებლად ბიჭმა ქვეწარმავალს თავში უკბინა. გველი ადგილზე მოკვდა.

South China Morning Post-ის ცნობით, ბიჭის ბებიამ ჟურნალისტებს უამბო, რომ როდესაც შვილიშვილი პირში გველის თავით დაინახა, განგაში ატეხა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორგანიზმში მოხვედრილი კობრის შხამისგან გაწმენდაში დაეხმარნენ. ბიჭი ორ დღეში გაწერეს. ახლა იგი სახლშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რთულია კოსტიუმის მორგება, ფაქტობრივად, ჰიპოქსიის ზღვარზე ხარ“ - გია ბაღაშვილის გზა ფინალამდე და გამარჯვების ისტორია

⭕„უკვე ვეჩვევი, რომ იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე სიბერეზე

⭕„მგონი უბრალოდ ზამთრის დეპრესია გაქვს ხოლმე, ზაფხულში კაშკაშებ“ - ნინა წკრიალაშვილი შავ სექსუალურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს