Digest Logo

იშვიათი კადრები: პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიო და ვიტორია ჩერეტი კოცნის დროს დააფიქსირეს

1767020692
ლეონარდო დიკაპრიო

„ტიტანიკის“ ვარსკვლავი, 51 წლის ლეონარდო დიკაპრიო და 27 წლის მოდელი ვიტორია ჩერეტი პარასკევს ლოს-ანჯელესში, „მელროუზ პლეისზე“, სადღესასწაულო დღეების შემდეგ შოპინგის დროს გადაიღეს.

ერთ-ერთ ფოტოში წყვილი - ორივე შავ ტანსაცმელში გამოწყობილები ერთმანეთისკენ იხრებიან და ნაზად კოცნიან ერთმანეთს.

მათ ახლომდებარე კაფეშიც შეიარეს სადილზე. იქ ვიტორია ჩერეტი ტელეფონს ამოწმებდა, ხოლო ფილმის „One Battle After Another“ ვარსკვლავი მას თბილი მზერით უყურებდა.

ისინი უკვე საჯაროდ გამოხატავდნენ გრძნობებს.

წვიმიან დღეს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ წყვილი მაქსიმალურად შეუმჩნევლად ყოფნას ცდილობდა — ორივე მთლიანად შავ ტონებში იყო ჩაცმული.

დიკაპრიოს ეცვა შავი ქურთუკი ჰუდის ზემოდან, რომელიც თავზე ჰქონდა გადაფარებული შავ ბეისბოლის ქუდთან ერთად. ლუქი შავი შარვლითა და თეთრი კედებით დაასრულა.

ჩერეტი შავ თრენჩსა და შესაბამის სათვალეში იყო გამოწყობილი. ერთ მომენტში ის ტელეფონზე საუბრობდა, ხოლო შოპინგის დროს წყვილი პერიოდულად ლოს-ანჯელესის წვიმაში ერთმანეთის მიმართ საჯარო ურთიერთობას არ ერიდებოდა.

„უოლ სტრიტის მგლის“ ვარსკვლავი და ვიტორია ჩერეტი იშვიათად ჩნდებიან ერთად საზოგადოებაში. თუმცა აგვისტოში მოდელი საცურაო კოსტიუმით დიკაპრიოსთან ერთად იახტაზე დააფიქსირეს — ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვენეციაში ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილს დაესწრნენ.

„ერთხელ ჰოლივუდში“ ვარსკვლავმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ახსნა, რატომ ურჩევნია საზოგადოებაში დაფარული სახით ყოფნა.

„ეს ბალანსია, რომელსაც მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება მივმართავ და მაინც ვერ ვიტყვი, რომ ექსპერტი ვარ.

„ჩემი მარტივი ფილოსოფია ასეთია: გამოჩნდე მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც გაქვს სათქმელი, ან რაღაცის ჩვენება შეგიძლია. სხვა შემთხვევაში — რაც შეიძლება მეტად უნდა გაქრე“, - თქვა დიკაპრიომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „წარმოუდგენლად ლამაზი“ - სოფო ბედიას თვალისმომჭრელი იმიჯი, რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი?

🎥 „წითელ კონვერტებში განთავსებული ფული ორმაგდება...“ - თიკა ქოქაშვილის რეკომენდაციები „ცხენის წელის“ დასახვედრად

🎥 „ჩუმად გამოაცურე და შეინახეთ ჯიბეში, ან საფულეში“...“ - ანზორ ოდიშარიას რიტუალები და რჩევები საახალწლოდ

წყარო: www.beaumonde.ge