„ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ შესაძლოა მომავალში სამდღიანი სამუშაო კვირა შესაძლებელი გახადოს“ - ასე პროგნოზირებს „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.
„ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პროდუქტიულობის ზრდის შედეგად, ადამიანებს შესაძლოა კვირაში 3 დღე მუშაობაც ეყოთ.
ბეზოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტი მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია როგორ და რა ვადაში შეიძლება განხორციელდეს მის მიერ აღწერილი სცენარი.
ინტერვიუში ბეზოსი ხელოვნური ინტელექტის სფეროში შესაძლო საინვესტიციო ბუშსაც შეეხო. მისი თქმით, დღეს AI ტექნოლოგიებში მილიარდობით დოლარი იდება, კომპანიების ღირებულება სწრაფად იზრდება, თუმცა ჯერ უცნობია რამდენად გაამართლებს ეს ინვესტიცია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ავარია ქუთაისში - დაიღუპა ქვეითი: „ნერვიულობისგან გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლიც“
⭕„დიდებული წყვილი, გილოცავთ!“ - ახალი ფოტოები ლიანა ჯოჯუას ქორწილიდან