Digest Logo

კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა

1786478971
მიწისძვრის შედეგად

„კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში 10 აგვისტოს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება“, - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ბრძანება გასცა.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს სპეციალური ტექნიკის, დრონებისა და სამძებრო ძაღლების დახმარებით ეძებენ.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

ქალაქ კალიში მიწისძვრამ ერთ-ერთი საავადმყოფოს ზედა სართულები დააზიანა, მათ შორის  საბავშვო განყოფილება. პაციენტების ნაწილის ევაკუაცია ვერ მოხერხდა, ხოლო 600-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება შენობის გარეთ აღმოუჩინეს.

დაზარალებულ რეგიონებში კავშირგაბმულობის პრობლემების გამო ზარალის ზუსტი მასშტაბისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის დადგენას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, დაზიანებულ შენობებში არ შევიდნენ, რადგან რეგიონში მიწისძვრის შემდგომი ბიძგები კვლავ ფიქსირდება.

ცნობისთვის, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქები - პერეირა და კალი დააზარალა. ჩამოინგრა შენობები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, ხოლო ნანგრევებში ადამიანების ძებნა კვლავ მიმდინარეობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბიონს“?

⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან

⭕ „კეთილია ის, რომელსაც არ შეუძლია სიცოცხლე ქრისტეს გარეშე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე