Digest Logo

12 ყველაზე ელეგანტურად და განსხვავებულად ჩაცმული ვარსკვლავი 2026 წლის გრემიზე

1770021507
კოსტიუმები „გრემის“ წითელი ხალიჩიდან

ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური პრემია გრემის 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ყველა, ვინც იცნობს თვალისმომჭრელ „წითელ ხალიჩას“, ყოველთვის მოუთმენლად ელის გრემის დაჯილდოების მონაწილეების მოსვლას. სეზონის სხვა მნიშვნელოვანი ცერემონიებიდან განსხვავებით, გრემზე ნომინანტები, წამყვანები და სხვა სტუმრები მხოლოდ თვალში საცემად იცვამენ.

ამ წლის „წითელ ხალიჩას“ არ აკლდა მრავალფეროვნება, დაწყებული 1920-იანების სტილში ჩაცმულობით, დამთავრებული გლამურული ლუქებით.

ჯასტინმა და ჰეილი ბიბერმა total black სტილი აირჩიეს: ჰეილი წითელ ხალიჩაზე Alaïa-ს კაბით გამოვიდა, ხოლო მომღერალს Balenciaga-ს კოსტიუმი ეცვა. წყვილმა ლუქები ICE Out-ის ნიშნებით შეავსო.

მაილი საირუსმა არჩევანი CELINE -ს სამოსზე შეაჩერა 

ლედი გაგა წითელ ხალიჩაზე Fecal Matter-ის შავი კაბით გამოჩნდა

ბილი აილიში სახასიათო Hodakova-ს ლუქით წარდგა 

ლოლა იანგი Vivienne Westwood-ის განსაკუთრებული ჩაცმულობით წარდგა, რომელიც ახალგაზრდულობის და განსაკუთრებულობის პრეზენტაცია იყო

ცნობილი როკ ჯგუფი linkin park ახალი შემადგენლობით, ჯგუფმა როკსტილისთვის დამახასიათებელი სტილი მოირგო

ედისონ რეიმ Chanel‑ის  კაბა მოირგო, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი კლასით და თანამედროვე სტილით

ოზი ოსბორნის ქვრივი შერონი შვილებთან ერთად, მუქი ფერის ტანისამოსში წარდგა

რეი ემი, EJAE და ოდრი ნუნა:

რეი ემის Guvanch‑ისგან თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ჰქონდა დეტალები თანაბრად მსუბუქი და მგრძნობიარე, და უკანა ნაწილში ქოთნის ყვავილი - კორეის სიმბოლო და მტკიცებულების გამოსახულება

 EJAE-ს მუქი ლურჯი  Dior-ის შექმნილი სამოსი ამშვენებდა

ოდრი ნუნას Thom Browne‑ის კუტიურე კოსტიუმი ჰქონდა მორგებული

საბრინა კარპენტერის Valentino-ს კაბა ემოსა, რომელიც უნაზესი მაქმანებით იყო გაწყობილი

კენდრიკ ლამარი – შანელის შარვალ კოსტიუმით და კარტიეს სამკაულებით წარდგა

Tyla გახლდათ ჩაცმული ვინტაჟური Dsquared2-ის სამოსში და მოირგო Pais Texas ბრენდის აქსესუარები და ფეხსაცმელი

ასევე დაგაინტერესებთ:

„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია

საქართველოში კომედიის თეატრი იქმნება - იდეის ავტორები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე არიან

წყარო: www.elle.com