Digest Logo

კვლევა: ტკბილი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს ზრდის

1759128512
ტკბილი გაზიანი სასმელები

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება დეპრესიის განვითარების ალბათობას ზრდის და მის სიმპტომებს აძლიერებს, განსაკუთრებით ქალებში.

Medical Xpress-ის ცნობით, მეცნიერებმა 2014-2018 წლებში თითქმის ათასი ზრდასრული გერმანელის მონაცემები შეისწავლეს. კვლევის 405 მონაწილეს დაუდგინდა დეპრესია, ხოლო 527-ს - არა. ანალიზმა აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების ხშირი მოხმარება დაკავშირებულია არა მხოლოდ თავად დაავადებასთან, არამედ სიმპტომების სიმძიმესთან. ყველაზე თვალსაჩინო კავშირი ქალებში აღინიშნა - მათში, ვინც რეგულარულად სვამდა გაზიან სასმელებს, დეპრესიის ალბათობა 17%-ით მეტი იყო, ხოლო სიმპტომები უფრო მძიმედ მიმდინარეობდა. მკვლევრები ამას ნაწლავის მიკრობიომში ცვლილებებით ხსნიან.

ქალებში, რომლებიც ტკბილ სასმელებს ანიჭებდნენ უპირატესობას, Eggerthella-ს გვარის ბაქტერიების გაზრდილი რაოდენობა აღმოაჩინეს. ეს ბაქტერიები ადრეც იყო დაკავშირებული დეპრესიულ მდგომარეობასთან, თუმცა ეს პირველი დამაჯერებელი მტკიცებულებაა, რომ Eggerthella მართლაც შუამავლის როლს ასრულებს გაზიან სასმელებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის.

მეცნიერთა თქმით, გაზიანი სასმელები შეიცავს შაქარს, კონსერვანტებსა და დამატკბობლებს, რომლებიც ნაწლავის მიკროფლორის ბალანსს არღვევენ. ეს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას უწყობს ხელს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს და დეპრესიული ქცევა გააძლიეროს.

კაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება ჰორმონალურ განსხვავებებში ან იმუნური რეაქციის თავისებურებებში იყოს​.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიტუაცია იძაბება, ურთიერთგაგება მცირდება, კონფლიქტურობა მატულობს...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„ყველაზე მშვენიერი წყვილი, ძალიან უხდებით ერთმანეთს“ - ლევან ქარაზანიშვილის ოჯახურ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„მაქაცა უფროსი და უმცროსი“ - ირაკლი მაქაცარია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს