Digest Logo

„ჩვენ „ფერმერთა ლიგა“ ვართ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“ - ლუის ენრიკე

1746689384
ლუის ენრიკე კვარაცხელია

საფრანგეთის კლუბის, „პარი-სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა 7 მაისს „არსენალთან“ ჩატარებული მატჩი, რომელიც PSG-მ 2-1 მოიგო და ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ინფორმაციას standard.co.uk ავრცელებს. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხა „პარი სენ ჟერმენმა“ ინგლისის პრემიერ-ლიგის სამი გრანდის, „ლივერპულის“, „ასტონ ვილას“ და „არსენალის“ დამარცხება, ენრიკემ უპასუხა, რომ „ჩვენ ფერმერთა ლიგას გვიწოდებენ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“.

ინგლისის პრემიერ ლიგა, რომელიც წელს „ლივერპულმა“ მოიგო, მსოფლიოში უძლიერეს საფეხბურთო ლიგად ითვლება. საფრანგეთის ლიგა 1-ს კი ხშირად „ფერმერთა ლიგას“ უწოდებენ კლუბების დაბალი დონის გამო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში PSG მილანის „ინტერს“ შეხვდება, რომელმაც 6 მაისს დაძაბულ ბრძოლაში „ბარსელონა“ 4-3 დაამარცხა. ფინალი 31 მაისს მიუნხენში გაიმართება.

PSG-ს „არსენალზე“ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვინც ჩემს ცხოვრებაში რამე ღირებული მასწავლა, ღმერთის სიტყვებს მეუბნებოდა...“ - რას წერს გია მურღულია?

🎥 სასკოლო ექსკურსიები - რჩევები ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისათვის

🎥 „ვიცი, რომ ბავშვებშია ღმერთი და ისინი ღმერთის თვალებით მიყურებენ...“ - გაიცანით მასწავლებელი ფერადი სამოსით და შემოქმედებითი სამყაროთი

წყარო: newshub.ge