
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 62 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პრედიაპეტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი მკურნალობა მედიკამენტების გარეშე არის შესაძლებელი:
„თითქმის ყოველ მესამე ზრდასრულს აქვს პრედიაბეტი და მათმა 80-მა პროცენტმა არ იცის, რომ აქვს ეს დაავადება. წლებთან ერთად ვითარდება დიაბეტი, რომელიც აზიანებს უჯრედებს და შინაგან ორგანოებს. როდესაც ამას ადამიანი იგებს არის გვიანი, იმიტომ რომ ორგანოები არის შეუქცევადად დაზიანებული. კარგია თუ მას დროულად აღმოაჩენ, რადგან მისი მკურნალობა წამლების გარეშეც შეგიძლია.
რა არის პრედიაბეტი? ეს არის როცა სისხლში გლუკოზის დონე არის მაღალი, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, რომ ვთქვათ დიაბეტია. გლუკოზის დონე თუ არის 100-დან 125-მდე მაშინ პრედიაბეტია. თუ 126 და მეტია მაშინ ეს უკვე დიაბეტია. გლუკოზა არის საწამლავი ორგანიზმისთვის, რომელიც აზიანებს სისხლს, ორგანოებს, ნერვებს, შინაგან ორგანოებს და ადამიანს ემართება ინფარქტი, ინსულტი, ღვიძლის გაცხიმოვნება და ა.შ. ბევრი პრობლემები მოჰყვება. ამიტომ უნდა აღმოვაჩინოთ მალე.
ამბობენ, რომ მას სიმპტომები არ აქვს - აბა როგორ უნდა აღმოვაჩინოთ? ჩვენ შეგვიძლია რისკფაქტორებიდან გამოვიდეთ. ერთ-ერთი პირველი არის მუცლის გარშემოწერილობა. თუ კაცებს 102 სანტიმეტრი და მეტი აქვთ და ქალებს 89 და მეტი, 5-ჯერ ზრდის პრედიაბეტისა და დიაბეტის რისკს.
საკვებს რაც შეეხება. კარტოფილს აქვს ძალიან დიდი რაოდენობით გლუკოზა. მოხარშულ კარტოფილს ისევ შემწვარი ჯობია. ასევეა პურიც. სუფრის თეთრ შაქარს გლიკემიური ინდექსი 65 აქვს და პურს 75. პური უარესია ვიდრე სუფრის შაქარი“, - ამბობს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ „ფერმერთა ლიგა“ ვართ, მაგრამ ხანდახან ვიგებთ“ - ლუის ენრიკე
🎥 სასკოლო ექსკურსიები - რჩევები ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისათვის