Digest Logo

„ლივერპული“ დიოგუ ჟოტას ოჯახს იმ თანხას სრულად გადაუხდის, რაც ფეხბურთელს კონტრაქტით უნდა აეღო

1751709026
 დიოგუ ჟოტა

ინგლისის საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ავარიაში დაღუპული თავდამსხმელის, დიოგუ ჟოტას ოჯახს სრულად გადაუხდის თანხას, რაც ფეხბურთელს 2027 წლამდე, კონტრაქტით უნდა აეღო. ამის შესახებ reddit.com-ი წერს.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ასევე „ლივერპული“ 20-ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს, დიოგუ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად.

დიოგუ ჟოტა 2020 წელს „ლივერპულში“ „ვულვერჰემპტონიდან“ გადავიდა. მას შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 182 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჟოტამ „ლივერპელის“ შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ორჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კი ფეხბურთელი ორჯერ გახდა ერთა ლიგის გამარჯვებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წყენა ტოვებს კვალს - არა მხოლოდ შენს ენერგეტიკაში, არამედ შენს შვილებსა და მომდევნო თაობებში...“ - რას ჰყვება ვალერი ჯუღელი

🎥 „ახდენილი ნატვრა...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია?

🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება