Digest Logo

🎥 „წყენა ტოვებს კვალს - არა მხოლოდ შენს ენერგეტიკაში, არამედ შენს შვილებსა და მომდევნო თაობებში...“ - რას ჰყვება ვალერი ჯუღელი

1751708326
ვალერი ჯუღელი

ეზო-ქოუჩი, ასრტო-ნუმეროლოგი ვალერი ჯუღელი „იუთუბის“ საკუთარ არხზე პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

ამჯერად იგი აქვეყნებს მორიგ ვიდეოს, სადაც თემაზე „წყენა“ საუბრობს.

„რა გინდა შენ? იყო განაწყენებული მთელი ცხოვრება თუ იცხოვრო ფრთებ გაშლილმა თავისუფლად. წყენა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და რთულად დასაშლელი ემოცია, რომელსაც ადამიანის ფსიქიკა და სული განსაკუთრებულად ინახავს. ეს არის სინანულის განცდა და ერთგვარი მოწოდება, დაიცვას ადამიანმა თავისი თავი.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წყენა ჩნდება მაშინ, როცა ჩვენი მოლოდინი ირღვევა. როცა ვინმე ამოიცანი ისე, როგორც ელოდი. ან თავს უსამართლოდ და დაჩაგრულად გრძნობ.

თუ კი ადამიანს დაეწყო ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ჰკითხე საკუთარ თავს ძალიან მგრძნობიარე ხომ არ ვარ. გახანგრძლივებული ხველაც კი შესაძლოა გამოწვეული იყოს ემოციით. ამას იწვევს უთქმელი წყენები. ისეთი წყენები, რომელსაც წლების განმავლობაში ვინახავთ, ძირს უთხრის ადამიანის ჯანმრთელობას.

წყენა, რომელიც არ განთავისუფლდა, ყოველთვის ტოვებს კვალს - არა მხოლოდ შენს ენერგეტიკაში, არამედ შენს შვილებსა და მომდევნო თაობებში. ის ხდება კარმული ხმა, რომელიც ჩუმად იმეორებს: “შეცვალე სცენარი. გათავისუფლდი. განთავისუფლე გვარიც”, - ამბობს ვალერი ჯუღელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახდენილი ნატვრა...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია?

🎥 რატომ არ არის ხორციელი განსაცდელები საშიში? - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განმარტება

⭕ „შესაძლოა უცაბედი გონებრივი გახსნა ან გეგმის შემუშავება დაიწყოთ...“ - გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი