
„ლივერპულის“ ვარსკვლავი დიოგო ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 წლის პორტუგალიელი ესპანეთის ქალაქ სამორაში მომხდარ ავარიაში მოყვა.
გამოცემა Marca წერს, რომ ავარია A52 გზატკეცილზე, პალასიოს დე სანაბრიას მუნიციპალიტეტის მახლობლად მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავი ძმასთან, ანდრესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც მანქანა გზიდან გადავიდა.
ადგილობრივი გაზეთი „ენფოკი“ იუწყება, რომ მისი ძმაც დაიღუპა ავარიაში.
ჯოტა „ლივერპულში“ მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც 2020 წელს „ვულვზიდან“ 41 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთად შემოგვეპარა ჭაღარა“ - გვანცა დარასელიას იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან ერთად
⭕„გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს