Digest Logo

ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს

1728541870
პიკასოს ტილო

პოლიციამ პროპალისტინური მოძრაობის Youth Demand ორი აქტივისტი დააკავეს, რომლებმაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში პაბლო პიკასოს ნახატს „დედობა“ ღაზაში გადაღებული ფოტო დააკრეს.

გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა - მას ხელში უჭირავს შვილი, რომელსაც სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით.

სანამ აქციის ერთი მონაწილე ფოტოს აკრავდა, მეორემ იატაკზე წითელი საღებავი დაასხა და განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთი გენოციდის თანამონაწილეა, ბრიტანული იარაღი კი პალესტინური ოჯახების დასახოცად გამოიყენება“.

Youth Demand-ში განმარტეს, რომ ამგვარად მათმა თანამებრძოლებმა გამოხატეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოსკენ მოწოდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ადამიანები თქვენ ირგვლივ შეიცვლებიან და ერთი მეორეს ჩაანაცვლებს“ - 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ჯორჯ ბალდოკმა ბოლოს საქართველოსთან გამართულ მატჩში ითამაშა

ფლორიდაში „მილტონის“ გამო 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

⭕საქართველოს ნაკრებმა პოზნანში სრული შემადგენლობით ივარჯიშა