Digest Logo

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

1736587614
ლოს-ანჯელესი

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხრეთით.

მსხვერპლთა ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლოს-ანჯელესის ზოგიერთ რაიონში გამოცხადებულია კომენდანტის საათი, რათა მაროდიორებს არ მიეცეთ საშუალება გამოიყენონ არსებული მდგომარეობა. ამ მიზნით, კონკრეტულ რაიონებში 210 პოლიციელი პატრულირებს.

ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში სამი ძლიერი ხანძრის კერაა.

ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულია 180 000-მდე ადამიანი. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ მსხვერპლის რიცხვი მოიმატებს, თუმცა, რამდენით, ამის თქმა ჯერჯერობით, ძნელია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025 წელს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები ელოდება

ოზურგეთის კლინიკაში გოლიათი დაიბადა - ჩვილი 5,600 კილოგრამს იწონის

🎥 „საქართველოში ჩამოვარდება ვერტმფრენი, იქნება ბევრი ცეცხლი ევროპაში, უკრაინა აუცილებლად დაეცემა“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება