
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სახელი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაწერა.
„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი არ გასაჯაროვდა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“, - დაწერა მასკმა X-ზე.
მან შემდგომ პოსტში დაამატა: „მოინიშნეთ ეს პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.
მასკმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოიპოვა წვდომა გამოუქვეყნებელ ფაილებზე.
ინფორმაციისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი.
2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.
მანამდე, 2024 წლის 17 იანვარს, ბავშვთა სექს-ტრეფიკინგის დანაშაულებრივი სიის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელთა შორის მოხსენიებულნი იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები. ბავშვთა ტრეფიკინგის სათავეში კი ჯეფრი ეფშტეინი იდგა, ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც 2005 წელს დაუდგინდა პირველი დანაშაული, რომელსაც მოჰყვა მორიგი ისტორიები და მსხვერპლი გოგონების ჩვენებები. ეფშტეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ციხეში, აღნიშნული საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. კიდევ ერთი მთავარი პატიმარი, რომელიც დღემდე სასჯელს იხდის ჯეფრის მეგობარი ქალია.
პრინცი ენდრიუ, ბილ კლინტონი, დონალდ ტრამპი, ლეონარდო დიკაპრიო, ბრიუს უილისი, ნაომი ქემპბელი, კამერონ დიასი და სხვა. - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ცნობილი სახეებისა, რომლებიც ამ სქემაში იყვნენ გარეული.
ეპშტეინი ციხეში 2019 წელს გარდაიცვალა, რომელიც ოფიციალურად თვითმკვლელობად გამოცხადდა, თუმცა მალევე გაჩნდა არაერთი კონსპირაციული ეჭვი იმის თაობაზე, რომ, თითქოს, იგი სპეციალურად მოკლეს, რათა გავლენიანი ადამიანების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ვის ელის დღეს რომანტიკული სიურპრიზები? - 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის