Digest Logo

„მათი ხედვები საინტერესო იქნება...“ - რატომ თქვა უარი ანა ვინტურმა 37 წლის შემდეგ Vogue-ის რედაქტორობაზე

1751364871
ანა ვინტური

ანა ვინტური დიდი ხანია მოდის უმაღლეს ქურუმად ითვლება. ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ჟურნალი Vogue ვინტურის გარეშე. თუმცა 2025 წლის ზაფხულში ეს ისტორიული ეპოქა დასრულდა. ანა ვინტურმა 37 წლის შემდეგ Vogue-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობის დატოვება დააანონსა.

წასვლის მიზეზებზე ანა ვინტურმა განმარტა, რომ ახლა, ახალი თაობის და მათი ხედვების დროა, ვისაც ასპარეზს სიამოვნებით უთმობს:

„როდესაც Vogue- ის რედაქტორი გავხდი, მოუთმენლად ველოდი ყველასთვის, დამემტკიცებინა, რომ ამერიკული მოდის ჟურნალის წარდგენის ახალი, საინტერესო გზა არსებობს. ახლა კი ყველაზე დიდ სიამოვნებას ვგრძნობ, როდესაც დავეხმარები რედაქტორების მომავალ თაობას, საკუთარი იდეებით შევიდნენ ამ სფეროში. მათი ხედვები  საინტერესო იქნება იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მსხვილი მედია კომპანია“, - განაცხადა ვინტურმა თანამშრომლებთან პრესკონფერენციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ვინტური ჟურნალის ყოველდღიური მმართველობიდან უკან იხევს, იგი Vogue-ის გლობალური სარედაქციო დირექტორის, ასევე მისი მშობელი კომპანიის, Condé Nast-ის მთავარი კონტენტის დირექტორის თანამდებობას შეინარჩუნებს.

ვინტურმა კარიერის დასაწყისში აღნიშნა, რომ მის პროფესიულ არჩევანზე გავლენა მამამ მოახდინა, რომელიც ჟურნალ Evening Standard-ის რედაქტორი იყო. 15 წლის ვინტური მამის ხელშეწყობით ცნობილ ბუტიკში დასაქმდა. მშობლების სურვილით, მან მოდის დიზაინის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა, რის შესახებაც აღნიშნა, რომ მოდის სწავლას შეუძლებლად მიაჩნდა. მისი ცნობილი ფრაზაა: „მოდა ან გესმის, ან – არა“.

მოდის ჟურნალისტიკაში ვინტურის კარიერა 1970 წელს დაიწყო, როცა იგი ჟურნალში Harper's Bazaar UK რედაქტორის ასისტენტად აიყვანეს.

კონკურენტთან მუდმივი უთანხმოების გამო ვინტურმა ჟურნალში მუშაობა შეწყვიტა და შეყვარებულთან, შტატგარეშე ჟურნალისტ ჯონ ბრედშოუსთან, ერთად ნიუ-იორკში გადავიდა.

ვინტურმა ვოგში 1983 წელს დაიწყო მუშაობა მას შემდეგ, კონდე ნასტის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ალექს ლიბერმენმა, მას ჟურნალში ვაკანტური პოზიციის შესახებ შეატყობინა

ვინტური დათანხმდა და „ვოგის“ პირველი შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, რა პოზიციაც, კონკრეტულად განსაზღვრულ ვალდებულებებს არ ითვალისწინებდა.

იგი ხშირად „მირაბელასთვის“ შეტყობინების გარეშე ახორციელებდა ცვლილებებს, რაც ჟურნალში მომუშავეთა შორის განხეთქილების საფუძველი ხდებოდა. ამ პერიოდში ვინტურმა დევიდ შეფერთან, ბავშვთა ფსიქიატრთან, დაიწყო შეხვედრა, რომელსაც ლონდონიდან იცნობდა. იგი შეფერზე 1984 წელს დაქორწინდა.

„ეშმაკს აცვია პრადა“ - ეს ის ნაწარმოებია, რომელიც სწორედ ანა ვინტურზე დაიწერა. ბეტსელერის მიხედვით გადაღებულია ფილმიც, რომლის მეორე ნაწილის გადაღება უკვე დაიწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რწმენით გავმართლდით და შესაბამისად, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕ „ახალმა აღთქმამ კი ყველაფერი ნათლად გვიჩვენა - ვინ არის ერთადერთი ღმერთი და რაც იხსნის კაცობრიობას!“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ანტარქტიდისა და ჰიპერბორეის საიდუმლოებებზე