Digest Logo

მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს

1781170012
თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან თეატრისა და კინოს მსახიობი ენის არიქანი, ინფლუენსერი ქერიმჯან დურმაზი, მსახიობი ბერენ საათი და მომღერალი ქენან დოღულუ.

გარდა ამისა, როგორც თურქული მედია იუწყება, დაკავებულია მოდელი ტესი რამოს კორეირა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 7,43 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

სტამბოლის პროკურატურამ თურქეთის პარლამენტის დეპუტატის შვილის, ადნან ბექერის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. მას ბრალად ადამიანების პროსტიტუციაში ჩაბმა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თითქოს ბავშვი უყურადღებოდ, შეგნებულად დარჩა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს“ - „სიმღერის აკადემია“ განცხადებას ავრცელებს

სად უნდა ეძებო ბედნიერება - შენში თუ შენ გარეთ? - გია მურღულიას საინტერესო განმარტება

„კარგი ძმა, ადამიანი, კაცი და მეგობარი ხარ...“ - პაატა დუნდუა იუბილარია, როგორ მიულოცა მას ძმამ დაბადების დღე