Digest Logo

Met Gala 2025-ის ლურჯი ხალიჩა - ნახეთ რჩეული ლუქები წვეულებიდან

1746515544
მეტ გალა 2025მეტ გალა 2025

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა „მეტ გალა 2025“, რომელსაც ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპლიტენის მუზეუმმა უმასპინძლა. ღონისძიების მთავარ ხალიჩაზე კვლავაც გამოჩნდნენ მსოფლიო მოდისა და კულტურის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები.

„მეთ გალა“ ნიუ-იორკის დროით საღამოს 6 საათზე დაიწყო, წვეულების მთავარი მასპინძელი ტრადიციულად Vogue და მისი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გახლდათ. აღსანიშნავია, რომ წელს „მეტ გალა“ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.

„მეტ გალა 2025“-ის მიზანი იყო წარმოეჩინა აფროამერიკელთა სტილის ევოლუცია - მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ის, თუ როგორ იქცნენ ერთ დროს მონობაში მყოფი აფროამერიკელები დამოუკიდებელ პიროვნებებად, რომლებმაც სტილი არა მხოლოდ ინდივიდუალური გამოხატვის, არამედ სოციალურ-კულტურული ცვლილებების სიმბოლოდ აქციეს.

რაც შეეხება ე.წ. დრესკოდს ის ასე ჟღერდა – „მორგებული შენზე“. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა, როცა „მეტ გალა“ მამაკაცის ტანსაცმელზე ფოკუსირდა. (ბოლოს ეს 2003 წელს გააკეთეს). შესაბამისად, „მეტ გალას“ ისტორიაში პირველად, ღონისძიების თანათავმჯდომარეები აფროამერიკელი მამაკაცები იყვნენ - მათ შორის კოლმან დომინგო, ლუის ჰამილტონი, A$AP Rocky და ფარელ უილიამსი. წლევანდელი „მეტ გალას“ საპატიო თავმჯდომარე კი ლებრონ ჯეიმსი იყო. 

იხილეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქების ფოტოკოლაჟი:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი

⭕ დი­რი­ჟო­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

🎥 „ქაოსის ალბათობა მაღალია... ამიტომ ერიდეთ ნეგატიურ ადამიანებს...“ - 6 მაისის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან