Digest Logo

მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს

1782373661
უძველესი კრატერი

კერტინის უნივერსიტეტისა და დასავლეთ ავსტრალიის გეოლოგიური სამსახურის მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს. მათი კვლევა ჟურნალში Geo Science World გამოქვეყნდა.

40-45 კმ დიამეტრის მქონე ობიექტი, რომელსაც „ჩრდილოეთის გუმბათს“ ან მირალგას კრატერს უწოდებენ, ავსტრალიის რეგიონ პილბარაში მდებარეობს.

მკვლევართა აზრით, ის დაახლოებით 3 მილიარდი წლისაა.

მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია.

დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ანალიზისთვის სპეციალისტებმა დაზიანებული კრისტალები შეარჩიეს. ახალმა გაზომვებმა დაადასტურა, რომ კრატერი არქეული ერის დასაწყისში გაჩნდა. მიღებული მონაცემები ობიექტს იმ პროცესების უნიკალურ მტკიცებულებად აქცევს, რომლებიც პლანეტას მისი არსებობის ადრეულ ეტაპებზე აყალიბებდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველი: რა მიგვანიშნებს, რომ ურთიერთობაში ბალანსი დარღვეულია? - ფსიქოლოგის რჩევები

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები

⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: imedinews.ge