
რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება Le Monde.
ლეო XIV-მ განაცხადა, რომ წმინდა საყდარი მზად არის, „მტრებს საშუალება მისცეს, შეხვდნენ და ერთმანეთს თვალებში ჩახედონ“, რათა ადამიანებმა მშვიდობის იმედი დაიბრუნონ.
კერძოდ, პონტიფიკოსმა თავის გამოსვლაში ახსენა უკრაინა და რუსეთი, ასევე, სირია, ლიბანი, ახლო აღმოსავლეთი, ტიგრაი, ეთიოპია და კავკასია.
პაპმა ძალადობა დაგმო და მშვიდობის მისაღწევად მუშაობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა გავრცელდეს. ხალხს მშვიდობა სურს და გულზე ხელის დადებით ხალხის ლიდერებს ვეუბნები: მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ!“, - განაცხადა ლეო XIV-მ.
რომის პაპმა დასძინა, რომ ომი „არასდროს არის გარდაუვალი“ და რომ იარაღი შეიძლება და უნდა იყოს გაჩუმებული, რადგან ის ყოველთვის ამწვავებს პრობლემებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს