
ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ კაცს, რომელიც ნიუ-იორკში ბრიტანულ-ინდური წარმოშობის მწერალს სალმან რუშდის თავს დაესხა, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ამასთან, მწერალზე თავდამსხმელ 27 წლის ჰადი მათარს ასევე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ღონისძიების მოდერატორის რალფ ჰენრი რიზისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო, რომელიც სალმან რუშდისთან ერთად იმყოფებოდა.
განაჩენის გამოტანამდე ჰადი მათარიმ განცხადება გააკეთა და რუშდის „თვალთმაქცი“ უწოდა.
„სალმან რუშდი სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას ცდილობს“, - თქვა თავდამსხმელმა.
სალმან რუშდის 2022 წლის 12 აგვისტოს შეერთებულ შტატებში, სტუდენტებთან შეხვედრის წინ, 27 წლის ლიბანელი ჰადი მატარი სცენაზე დანით თავს დაესხა, რის შემდეგაც მწერალმა მარჯვენა თვალი დაკარგა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როდის არის კუნთების სისუსტე ბავშვებში საყურადღებო? - სპეციალისტის განმარტება
⭕შოთა არველაძე - „შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“
⭕„ღმერთმა დალოცოს მისგანვე დაბადებული სიცოცხლის იდუმალი მოგზაურობა...“ - რას წერს გია მურღულია?