
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპანია „სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე და სამი შვილი - 4, 5 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ავიაკატასტროფას, პილოტის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
ავიაკატასტროფას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.
„მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენმა საშინელი კატასტროფა განიცადა. როგორც ჩანს, ექვსი ადამიანი - პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი ჩვენთან აღარ არიან. კატასტროფის ამსახველი მასალები შემზარავია. ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილების ოჯახები და მეგობრები“,- წერს დონალდ ტრამპი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: