Digest Logo

ოზი ოსბორნის სიცოცხლის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათი ცდილობდნენ

1753630960
ოზი ოსბორნი

გასულ სამშაბათს მთელი მსოფლიო ლეგენდარული როკმუსიკოსის ოზი ოსბორნის გარდაცვალებამ დაამწუხრა.
„ბნელეთის პრინცი“, როგორც მას უწოდებდნენ, 76 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ოზის გარდაცვალების დღეს, სამშაბათს დილის 10 საათსა და 30 წუთზე, როკლეგენდის საცხოვრებელი სახლის ეზოში მედიკოსები ვერტმფრენით დაეშვნენ. როგორც მეზობლები აცხადებენ, მაშინვე მიხვდნენ, რომ სიტუაცია მძიმე იყო.

ექიმები ოსბორნის გადარჩენას ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მუსიკის ლეგენდისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. 

როგორც ექიმები აცხადებენ ოზი ოსბორნი ოჯახის და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.

აღსანიშნავი ფაქტია აქვე ის, რომ გარდაცვალებამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე, ოზი ოსბორნის მასშტაბური გამოსამშვიდობებელი კონცერტი, სახელწოდებით Back to Beginnings ჩატარდა ბირმინგემში, სადაც ცნობილი რამდენიმე ჯგუფის შემდეგ, კონცერტი ოზი ოსბორნმა და მისმა ლეგენდარულმა ჯგუფმა Black Sabbath-მა დაასრულა და ამით ის მუსიკალურ კარიერს დაემშვიდობა. ბირმინგემი სწორედ ის ქალაქია, საიდან ოზიმ თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო.

სამწუხაროდ კონცერტიდან 2 კვირაში მას სიცოცხლესთან გამომშვიდობებაც მოუწია.

ოზი ოსბორნს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა პარკინსონის დაავადება, რაც მისი გარდაცვალების მთავარი მიზეზიც გახდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესი ხარ...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური რჩევები

⭕„დალოცვილი დედა იყავი...“ - თათა ვასაძე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

წყარო: www.beaumonde.ge