Digest Logo

პაკისტანის ორ მეჩეთში აფეთქებების შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა

1696001313
პაკისტანიპაკისტანი

პაკისტანის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებების შედეგად სულ მცირე 57  ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

პირველი აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე მეჩეთში მოხდა. რამდენიმე საათში კი აფეთქება ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციის მეჩეთში მოხდა. ორივე პროვინცია ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.

დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე ბევრი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი და მათი ბედი უცნობია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ერთ-ერთი ასეთი დაჯგუფებაა „ტეხრიკ და ტალიბან პაკისტანი“. 2022 წლის ნოემბერში ამ დაჯგუფებამ პაკისტანის მთავრობასთან ზავი გაწყვიტა და თავის „ბოევიკებს“ თავდასხმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - რამაზ გიგაური ოქტომბრის მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებს

🔵 „5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს“ - თამთა ჭელიძე პირადსა და კარიერაზე

🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია