
პარიზი ოლიმპიადის გახსნის ორგანიზატორები კათოლიკეებსა და სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს „საიდუმლო სერობის“ იმიტირებისთვის ბოდიშს იხდიან.
„ცხადია ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა რაიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ უპატივცემულობა გამოეჩინა.. გახსნის ცერემონიას უნდა გამოეხატა ტოლერანტობა. ჩვენ გვჯერა რომ ეს მიზანი მიღწეულია. თუ კი ეს ადამიანებმა შეურაცხმყოფლად მიიღეს, ჩვენ ნამდვილად ვწუხვართ“, - თქვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სპიკერმა ენ დეკამპმა პრესკონფერენციაზე.
საქმე ეხება სასცენო დადგმას, რომელშიც იმიტირებული იყო ლეო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „საიდუმლო სერობა“. პერფორმანსში „დრაგ ქვინები“ და ტრანსგენდერი მოდელები მონაწილეობდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იციან ხალხში რომ გავლენ ძალიან ბევრი ლანძღვის ატანა მოუწევთ“ - ლევან მაჭავარიანი