Digest Logo

„პინკ ფლოიდის“ წევრი როჯერ უოტერსი: უკრაინა არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული ქვეყანაა

1726229921
როჯერ უოტერსი

„როგორც ვიცით, უკრაინა ოდნავადაც კი არ არის დემოკრატიული და აუტანლად კორუმპირებული (ქვეყანაა)“, - ამის შესახებ Pink Floyd-ის წევრმა, ბრიტანელმა მუსიკოსმა, როჯერ უოტერსმა რუსულ მედია „რია“-ს განუცხადა.

უოტერსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ოპოზიციური პარტია გაანადგურა, გარდა ამისა, უკრაინაში დემოკრატია აღარ არის რაც მაიდანის გადატრიალება მოხდა, რომელიც აშშ-მა დააფინანსა.

„ზელენსკიმ ჩანასახშივე გაანადგურა ყველა ოპოზიციური პარტია. იქ არ არის დემოკრატია 2014 წლის მაიდანის გადატრიალების შემდეგ, რომელიც დასავლეთის შთაგონებით და აშშ-ის დაფინანსებით მოხდა“, - განაცხადა როჯერ უოტერსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რიგითი უკრაინელების სიცოცხლე არ აინტერესებს აშშ-ის ხელისუფლებას და განმარტა, რომ „ამერიკის იმპერია“ სხვა ქვეყნებში მხოლოდ მისი პლუტოკრატიული გაბატონებული კლასის გამდიდრებას ცდილობს.

„მას (აშშ-ს) არ აინტერესებს ადამიანების სიცოცხლე სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა“, - აღნიშნა უოტერსმა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „შემეძლო სხვა ჟანრში ვყოფილიყავი, თუმცა ჩემი სისხლი და სული სწორედ ამას ითხოვდა...“ - „ყარაჩოხელების“ სოლისტი აჩიკო კურტანიძე

🎥 „ჰგონიათ, რომ ბიონსეს და ტეილორ სვიფტს ვიცნობ...მითხრეს იქნებ დაურეკო და ქორწილში იმღეროსო...“ - რას ჰყვება ნუცა ბუზალაძე?

🎥 „ელარჯის ამოწელვას რატომ ეხუმრებოდით?...“ - თამუნა მუსერიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს