მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, ამასთან „ევროვიზიის“ მონაწილე, გადაცემაში „ნიკოს შოუ“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მომღერალმა ასევე ისაუბრა სუნამოზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოუშვა.
„ჩემს მეგობრებს ჰგონიათ, რომ ბიონსეს და ტეილორ სვიფტს ვიცნობ და მართალი ამბავია, რომ მითხრეს იქნებ დაურეკო და ქორწილში იმღეროსო. ეგეთი წარმოდგენები, რომ აქვთ ჩემზე ძალიან მიხარია. მინდა აუცილებლად გავიცნო ბიონსე.
რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი სუნამო რომელსაც ჰქვია „ცეცხლი ნუცასგან“. ძალიან მიყვარს სუნამოები, განსაკუთრებით არაბული და ეგზოტიკური. თავიდან მინდოდა, რომ ეს სურნელი ჩემთვის შემექმნა, თუმცა იმდენად მაგარი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ყველასთვის გამეზიარებინა. წარმატების და თავდაჯერებულობის სურნელი ასდის“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: