Digest Logo

„პუტინი მზად არის უკრაინის საკითხზე კონტაქტებისა და მოლაპარაკებებისთვის“ - პესკოვი

1732104200
პუტინი

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის მზაობას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, - ასეთი კომენტარი გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც უკრაინის საკითხებზე პუტინსა და აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შესაძლო კონტაქტებს ეხებოდა.

„პრეზიდენტი მუდმივად აღნიშნავს, რომ მზად არის კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოსკოვმა მოლაპარაკებები გამართოს უკრაინის საკითხზე. კერძოდ, პუტინი მიიჩნევს, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს 2022 წლის მარტში სტამბოლის მოლაპარაკებისთვის მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავდა უკრაინის მიერ ვალდებულების აღებას, რომ გახდებოდა ნეიტრალური, „უბლოკო“ სტატუსის ქვეყანა და უარს იტყოდა თავის ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღების, მათ შორის, ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვის ელოდება იღბლიანი დღე და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე? - 20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ჯანმო: საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, 10 ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია

⭕„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, პირველ რიგში, არის სწორედ ამ ბიჭების შეურაცხყოფა… ეს ნიშნავს კრიტიკის და ანალიზის აუცილებლობას და არა წყევლას და გინებას“ – გიორგი კეკელიძე საქართველოს ნაკრებზე