Digest Logo

„ქვეწარმავლების წვიმა ფლორიდის შტატში“ - უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო პარალიზებული იგუანები ხეებიდან ვარდებიან

1770140280
ქვეწარმავლების წვიმა

„ქვეწარმავლების წვიმა ფლორიდის შტატში“ - აშშ-ში, ფლორიდის შტატში, უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო პარალიზებული იგუანები ხეებიდან ვარდებიან და მოსახლეობას მათი შეგროვება უწევს“, - იუწყება New York Post-ი.

მედიის ცნობით, როდესაც ტემპერატურა ეცემა, ეს ცივსისხლიანი არსებები უმოძრაო ხდებიან. მათივე ინფორმაციით, ფლორიდაში დაახლოებით მილიონი იგუანა ცხოვრობს ხეებზე და მათი პარალიზება, პრაქტიკულად „ქვეწარმავლების წვიმას“ იწვევს.

„ისინი პატარა ყინულის პაკეტებს ჰგვანან“, - განაცხადა ჯესიკა კილგორმა, იგუანების დაჭერის კომპანიის, „იგუანა სოლუშენსის“ წარმომადგენელმა.

New York Post-ის ინფორმაციით, ფლორიდელებს, როგორც წესი, იგუანებთან შეხება ეკრძალებათ, თუმცა ამ ზამთარს სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიამ გადაწყვიტა, პანჰენდლის მთელ ტერიტორიაზე იგუანების შეგროვების დროებითი პუნქტები მოეწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „21 VS 53 - სტაბილური ადამიანი ვარ...“ - ნანიკო ხაზარაძე 32-წლიანი სხვაობით

⭕„მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

⭕„სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება...“ - ქეთი ოდიშელი ცხენის წელზე