
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ცნობილ მომღერალს ალა პუგაჩოვას „ხალხის მტერი“ და „მოღალატე“ უწოდა. ამის შესახებ „ეხო კვაკაზა“ იუწყება.
10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში პუგაჩოვამ ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტს ჯოხარ დუდაევს „წესიერი, ინტელიგენტი, ლამაზი ადამიანი“ უწოდა.
კადიროვის აზრით, პუგაჩოვა უაზროდ საუბრობს ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ.
რამზან კადიროვი ამბობს, რომ „ჯოხარ დუდაევს ჩეჩენი ხალხის პრობლემები ფეხებზე ეკიდა“ და ამბობს, რომ „1994 წელს ჩეჩნეთში ომი პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა დაიწყეს, როგორიც იყო ბორის ბერეზოვსკი“.
კადიროვმა ალა პუგაჩოვას ინტერვიუს სხვა ნაწილებს არ შეეხო, რამაც კრემლთან დაახლოებული კომენტატორების კრიტიკა გამოიწვია.
„ვის მოსწონს ომი? ალბათ არავის. მით უმეტეს, როდესაც ომი ძმებთან მიდის“.
მან ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ომის დაწყება - „შეცდომაა“. ალა პუგაჩოვამ ასევე თქვა, რომ იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს...“ - თეოდორე გიგნაძე
🎥 ბერდებიან თუ არა ქალები და კაცები განსხვავებულად? - სპეციალისტის განმარტება
⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს
წყარო: newshub.ge