Digest Logo

„ვლოცულობ, რომ გოგო დაიბადოს“- A$AP Rocky-მ მესამე შვილის მოლოდინზე ისაუბრა

1758719911
რიანა და ასაპ როკი

36 წლის რეპერმა, A$AP Rocky, Elle-თან უახლეს ინტერვიუში სამსახიობო კარიერაზე, ბოლოდროინდელ სასამართლო პროცესზე, მამობასა და მესამე შვილის მოლოდინზე ისაუბრა.

რეპერმა აღნიშნა, რომ ძალიან უნდა მესამე შვილი გოგო იყოს.

„იმედი მაქვს, გოგო იქნება. მართლა ასეა. ვლოცულობ, რომ გოგო დაიბადოს. პირველი ბავშვის სქესი გავიგეთ. მეორე ბავშვზე სქესის გაგება აღარ გვსურდა. არც მესამე ბავშვის სქესი გაგვიგია. ვგრძნობ, რომ გოგო იქნება. ეს ორსულობა წინა ორისგან ნამდვილად განსხვავდება. იმედი მაქვს, რომ გოგონა დაიბადება“, - ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

ცნობისთვის, A$AP Rocky და რიანა ორი ვაჟის მშობლები არიან. მათ 2 წლის რაიოტი და 3 წლის რზა ჰყავთ. რიანა მესამე შვილს ელოდება, თუმცა როგორც რეპერი აცხადებს, მათ ბავშვის სქესი წინასწარ არ გაუგიათ.

აღსანიშნავია, რომ რიანა და A$AP Rocky ერთმანეთს 2012 წელს MTV Video Music Awards-ზე შეხვდნენ და ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. მომღერალი აცხადებს, რომ COVID-19-მა მათი ურთიერთობა დააჩქარა.

„COVID-ის გარეშე, გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდებოდა ერთმანეთთან კომფორტულად შესაგუებლად და იმის გასაგებადაც კი, რომ ამ ნაბიჯისთვის მზად ვიყავით. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ყველაფერი თავისთავად მოხდა. ვიცოდი, რომ ის შესანიშნავი მამა იქნებოდა“, - ამბობს რიანა.

ახლა მომღერლის გულშემატკივრები მისგან სასიამოვნო სიახლეს ელოდებიან. ბევრ მათგანს აინტერესებს, როდის დაიბადება რიანასა და A$AP Rocky-ს მესამე შვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი

🎥 „მე ვარ მძღოლი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს...“ - რას ჰყვება გიორგი გასვიანი

🎥 „ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მალე მოიყვანოს...“ - როგორია დალი ჩიტალაძის ოჯახური იდილია

წყარო: www.beaumonde.ge